
27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წელი გავიდა. ეს ღირსშესანიშნავი თარიღი სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლაში არაერთი აქტივობით აღინიშნა.
მოსწავლეებმა ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ხოტბა შეასხეს, მადლიერება გამოხატეს ქართველ ერისთვის დატოვებული „დედაენსთვის“, გააცოცხლეს მისი მოთხრობების გმირები.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგთა დახმარებით, მოსწავლეები ნათლად აცნობიერებენ იაკობ გოგებაშვილის როლს საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში.
იაკობ გოგებაშვილი - საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი 1840 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა.
იხილეთ ვიდეო