ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე აბიტურიენტთა 4% არ გამოცხადდა
02-07-2018

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე 9 ათას 35 აბიტურიენტიდან ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აპლიკანტების დაახლოებით 4% არ გამოცხადდა.

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ქართულ ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დაგვიანების ოთხი ფაქტი დაფიქსირდა, აქედან სამი თბილისში, ერთ კი ქუთაისში.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. აბიტურიენტების რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო, გამოცდა კი 09:00 საათიდან მიმდინარეობს.

იხილეთ

თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული პირველი აბიტურიენტის კომენტარი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203