აბულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს
29-10-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა. 

მოსწავლეებმა საყვარელ მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს. 

მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ. ღონისძიება განმსჭვალული იყო სიყვარულითა და პატივისცემით, აღინიშნა მასწავლებლის როლი და ღვაწლი განათლებული თაობების აღზრდის საქმეში, მრავალჯერ გაჟღერდა ფრაზა - „მადლობა მასწავლებელო“. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვებმა ეს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცეს არა მხოლოდ საკუთარ პედაგოგებს, არამედ მთელი საქართველოს მასწავლებლებს და მათ არაერთი ღირსეული თაობის აღზრდა უსურვეს. 

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203