თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს 
29-10-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივცემულია. 

რა თქმა უნდა, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მასწავლებლის ეროვნული დღე. 27 ოქტომბერს, სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა. 

განუმეორებელი ღონისძიება, რომელიც ყველა პედაგოგს მიეძღვნა, მე-12 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, დაგეგმეს და ჩაატარეს. 

მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და მასწავლებლებს სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურეს. 

მოსწავლეებმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს ლექსებით და სიმღერებით, უმცროსკლასელებიც შეუერთდნენ ღონისძიებას ქართული ეროვნული ცეკვებითა და მადლიერების გამომხატველი სიტყვებით. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა პედაგოგებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

„ღონისძიება ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ყურადღებისთვის მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203