ტყემლოვანის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185-ე წლისთავი და მასწავლებლის ეროვნული დღე ღონისძიებით აღინიშნა
29-10-2025

27 ოქტომბერს, საქართველოში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამ გამორჩეულ თარიღს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა. 

მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე ლამაზი საზეიმო სანახაობით წარდნენ - ხოტბა შეასხეს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, აქეს და ადიდეს მისი შექმნილი დედა ენა და აღნიშნეს მისი ღვაწლი წიგნიერების გავრცელებაში. 

დიდი პედაგოგის დაბადების დღეს, ბავშვებმა საყვარელ მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაულიც მიულოცეს სიყვარული და პატივისცემა შემოქმედებით დაუდასტურეს. 

მასწავლებლის ეროვნული დღე ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს 2023 წლიდან აღინიშნება. წელს იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წელი გავიდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203