
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება.
ახლახან, სკოლაში, პედაგოგების, მშობლების და მოსწავლეების ერთობლივი ჩართულობით ჩატარდა ღონისძიება - „შემოდგომის ზეიმი“.
შემოდგომის ერთი სასკოლო დღე ჯადოსნური ფერებით შეიმოსა. სკოლის ყველა კუთხე მოირთო საშემოდგომო დეკორაციებით. მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს თემატური ლექსები და, ტრადიციულად, პედაგოგებთან ერთად მოადუღეს თათარა და ამოავლეთ ჩურჩხელები.
იხილეთ ფოტოები: