განძის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელთა მოგზაურობა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში საზეიმოდ დაიწყო 
29-10-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პედაგოგი მანანა  კირკიტაძე მოსწავლეებს „ანბანეთში“ დიდი სიყვარულით შეუძღვა და თვალციმციმა პირველკლასელებს მრავალფეროვანი - როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე სახალისო და საზეიმო აქტივობები შესთავაზა. 

„იმ პირველ ემოციებზე ვესაუბრე პატარა გოგო-ბიჭებს, რაც იაკობმა იგრძნო ანბანის დასაწყისის, აღმოჩენისას. იისფრად გაფორმებული საკლასო ოთახიც იის სურნელს აფრქვევდა თითქოს! დაე, ჩვენმა პირველკლასელებმა გულწრფელად შეიმეცნონ იაკობის დიდი მიზანი სწავლითა და განათლებით გააბრწყინონ ჩვენი სამშობლო!“,- აღნიშნავს მასწავლებელი და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203