დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულს საინტერესო პრეზენტაციები მიუძღვნეს
29-10-2025

დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა სვეტიცხოვლობის დღესასწაული. 

13 ოქტომბერს, მე-11 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები, ისაუბრეს დღესასწაულის ისტორიაზე და დამსწრე საზოგადოებას დღესასწაული მიულოცეს. 

სვეტიცხოვლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია საქართველოს ეკლესიაში. ეს დღე გვახსენებს იმ წმინდა ადგილს, სადაც იყო უფლის კვართი უდიდესი სიწმინდე.

სვეტიცხოველი არ არის მხოლოდ ტაძარი ქვისა და კედლებისგან. იგი არის სიმბოლო ჩვენი რწმენისა, ჩვენი ერთობისა და სულის უკვდავების. სწორედ აქედან იღებს სათავეს ქართული ქრისტიანობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გვიცავდა და გვაძლიერებდა.

ამ დღეს ჩვენ მადლობას ვწირავთ ღმერთს, რომ მოგვცა სვეტიცხოველი - როგორც მფარველი და სულიერი ციხესიმაგრე. ვილოცოთ, რომ მისი მფარველობა არასოდეს მოგვეშალოს და ჩვენი ქვეყანა მუდამ სვეტიცხოვლის მადლით იყოს გაბრწყინებული“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203