
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით, რაც ბავშვების სასწავლო მოტივაციაზე აისახება.
ახლახან, მე-3 კლასელებმა საპროგრამო მასალით ლექსი - „მოფრთხილება უნდა“ გაიარეს და გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს.
მათ ხალისით შეისწავლეს ლექსი -„მოფრთხილება უნდა“, რომელიც ბუნების სიყვარულისა და დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობს. ლექსის შთაგონებით, ბავშვებმა საკუთარი ემოციები თემატურ ნახატებშიც გადმოსცეს და შექმნეს ნამუშევრები სახელწოდებით „საქართველოს ბუნება“.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებას.