დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს 
29-10-2025

27 ოქტომბერს, მწერლისა და ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წელი გავიდა. ეს გამორჩეული თარიღი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა. 

ბუმბერაზი ქართველის დაბადების დღეს მე-3 კლასელებმა, პედაგოგ ნატო ნანავას ხელმძღვანელობით, საგანმანათლებლო ღონისძიება მიუძღვნეს. 

მოსწავლეებმა „დედა ენის“ შემქმნელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს, ხოტბა შეასხეს მის შემოქმედებას. აღსანიშნავია, რომ პედაგოგის დახმარებით, მოსწავლეები ნათლად აცნობიერებენ იაკობ გოგებაშვილის როლს წიგნიერების გავრცელებაში. 

პედაგოგმა მე-3 კლასელები არაერთ სახალისო აქტივობაშიც ჩართო და დიდი იაკობის დაბადების დღე პატარებთან ერთად შემოქმედებითად იზეიმა. 

იაკობ გოგებაშვილი - საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი 1840 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203