გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა პინოქიოს როლი მოირგეს
03-11-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს იყენებენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ

აღსანიშნავია, მე-3 კლასელთა სახალისო გაკვეთილი, რომელიც როლური თამაშის გამოყენებით წარიმართა. ამჟამად, მოსწავლეები საპროგრამო მასალით „პინოქიოს თავგადასავალს“ გადიან. ბავშვებმა ერთ-ერთი თავი შეისწავლეს, ტექსტის გაცნობის შემდეგ კი მთავარი გმირის როლი მოირგეს და ცუდისა და კარგის გასარჩევად რჩევებიც არ დაიშურეს. 

„მოთხრობის - „პინოქიოს თავგადასავლის“ ერთ-ერთი მთავარი მისიაა კეთილშობილური ღირებულებების, პასუხისმგებლობისა და თვითშეფასების უნარის ჩამოყალიბება ბავშვის ცნობიერებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს სწორედ ამ ღირებულებებზე ღირებულებებზე ზრდიან. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203