
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებით. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა თემა უკეთ გაიზრონ პედაგოგები არაერთ თანამედროვე სასწავლო მეთოდს მიმართავენ
ახლახან, მე-3 კლასელებმა ქართულ ენაში, საპროგრამო მასალით, მოთხრობა - „რა არის ჭაობი?“ გაიარეს. გარდა იმისა ტექსტი ბრწყინვალედ შეისწავლეს, ეკოსტემაში ჭაობის როლიც შესანიშნავად გაიაზრეს.
მოსწავლეებმა საკუთარ ნახატებზე დაყრდნობით, ხმოვანი ანიმაცია შექმნეს, სადაც ხსნიან თუ რატომ არის ჭაობი მნიშვნელოვანი და რატომ არ უნდა დავაშროთ ადამიანებმა ის.