„რიცხვების ქართული ანბანური ნუმერაცია“ - ქართულ ენასა და მათემატიკის საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში
29-10-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას საინტერესო სასწავლო მეთოდებს მიმართავენ. 

23 ოქტომბერს, პედაგოგებმა -  ეკატერინა სუდაძემ და ირა გოგილაშვილმა ერთობლივად ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და მათემატიკაში თემაზე - „რიცხვების ქართული ანბანური ნუმერაცია“.

მოსწავლეებისათვის საინტერესო იყო ერთი და იგივე საკითხის სხვადასხვა საგნის ჭრილში დანახვა. გაიხსენეს ქართული ანბანის ტრანსფორმაცია, ძველი ქართული და თანამედროვე დამწერლობა.

მათემატიკაში - სხვადასხვა ძველი ცივილიზაციების მიერ გამოყენებული რიცხვების ჩაწერის პრინციპები: რომაული, ეგვიპტური, ინდურ/არაბული და, რაღა თქმა უნდა, ქართული ანბანური ნუმერაცია.

მოსწავლეები აქტიურად და ხალისიანად ჩაერთვნენ აქტივობებში. გამოთვალეს თავისი სახელი რიცხვებში

· გიორგი - 196;

· თეონა - 135;

· ალექსი - 846;

· ლიკა - 61;

· შოთა - 980.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილის მიზანი იყო საკითხის სიღრმისეულად შესწავლა, ქართული ენის და მათემატიკის პოპულარიზაცია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203