
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელები მათემატიკას სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ.
პედაგოგი პატარების სასწავლო შემართებაზე ზრუნავს, ბავშვებიც პირველ ნაბიჯებს მათემატიკის სამყაროში ხალისითა და დიდი ინტერესით დგამენ.
ახლახან ჩატარებული გაკვეთილის თემა იყო - „ციფრი და რაოდენობა - ვიპოვოთ შესაბამისობა“.
მოსწავლეებმა სახალისო აქტივობების მეშვეობით შეისწავლეს ციფრები. აქტივობის სლოგანი იყო - „მარტივი ნაბიჯებით მათემატიკისკენ!“
იმისთვის რომ, მათემატიკა ბავშვებისთვის იყოს მარტივი, გასაგები და საინტერესო პედაგოგი არაერთ სახალისო აქტივობას მიმართავს.
იხილეთ ფოტოები: