
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
შემოქმედებითი ბუნების დავალებები მოსწავლეებისთვის მეტად სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევია.
ახლახან, მე-6 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე, რომლის თემა იყო - შექმენით კახური ღვინის რეკლამა.
საგანის - „ჩვენი საქართველო“ შესწავლისას ქართული ღვინის ჯიშები შეისწავლეს და გაარკვიეს თუ რომელი ღვინო მზადდება მათგან.
შემდეგ კი კახური ღვინის რეკლამაც შექმნეს და მის მდიდარ გემოვნურ თვისებებზე ისაუბრეს.
სასწავლო პროცესს პედაგოგი თამთა ინასარიძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: