
ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედები საქმიანობა წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჯერად, სკოლაში ნია პავლიაშვილის წარმატებით ხარობენ, რომელიც სიმღერის ნიჭით გამორჩეული მოსწავლეა.
26 ოქტომბერს, ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე ნია პავლიაშვილმა, თბილისში გამართულ კონკურს-ფესტივალში - „გვიმღერე“ მიიღო მონაწილეობა.
კონკურსი ნიჭიერი მომღერლების წარმოჩენასა და წახალისებას ემსახურებოდა. მოსწავლემ შეასრულა კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძის სიმღერა - „ხორუმი“ და დაიმსახურა ჟიურის რჩეულის ტიტული.
აღსანიშნავია, რომ ნიას წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის მის ვოკალის პედაგოგს, პოეტსა და კომპოზიტორს, ნუკრი კარკაძეს.
იხილეთ ფოტოები: