დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში STEM პროექტი საინტერესო აქტივობებით გრძელდება
30-10-2025

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს წვდომა აქვთ ინოვაციურ განათლებაზე და საბუნებისმეტყველო საგნებს სიღმისეულად სწავლობენ. 

ამჟამად, სკოლაში საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის STEM პროექტი ხორციელდება. 

გამოჩეულად საინტერესო და შთამბეჭდავი იყო ახლახან, პროექტის ფარგლებში გამართული შეხვედრა - მოსწავლეებმა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა გაიღრმავეს, არამედ პრაქტიკულადაც შეასრულეს სხვადასხვა სახის აქტივობები.

აქტივობებს ორგანიზება გაუწიეს მათემატიკის მასწავლებელმა - სალომე კეკელიძემ და მე-10 კლასის მოსწავლე ზურა ნიგურიანმა. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათი ჩართულობით STEM სწავლება კიდევ უფრო ინტერაქტიული, საგანმანათლებლო და სახალისო გახდა.

„მადლობა სალომე კეკელიძეს და ზურა ნიგურიანს. მსგავსი პრაქტიკული გამოცდილება კიდევ უფრო აძლიერებს მოსწავლეების ინტერესს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203