დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები საბავშვო მწერალს შეხვდნენ 
29-10-2025

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი თიკუნა დიასამიძე მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებს და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს, ამ მიზნით კი არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობს. 

მისი ინიციატივით, ახლახან, მოსწავლეები საბავშვო მწერალს - ლელა ცუცქირიძეს შეხვდნენ. მწერალი მოსწავლეებს ონლაინ ჩაერთო და საკუთარი შემოქმედებისა და კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა, მოსწავლეებმა საინტერესო კითხვები დასვეს და საყვარელი მწერლისგან ამომწურავი პასუხებიც მიიღეს. 

„სტუდენტობის პერიოდში მქონდა შესაძლებლობა პირადად შევხვედროდი მწერლებს: ოტია იოსელიანს, რევაზ მიშველაძეს მესაუბრა მათ შემოქმედებაზე, პერსონაჟებზე, ჩემს შთაბეჭდილებებზე და განცდებზე  ეს იმდენად ტკბილად დამამახსოვრდა, რომ სულ მინდოდა ჩემს მოსწავლეებსაც ჰქონოდათ მსგავსი შესაძლებლობა და დღეს ჩვენ მესამე საბავშვო მწერალს შევხვდით,  როგორი სასიამოვნო დღე იყო და რამხელა ბედნიერება იყო თქვენი მოსმენა“,- აღნიშნავს პედაგოგი თიკუნა დიასამიძე და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო თავგადასავალს ჰპირდება წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203