დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კლუბმა დაიწყო მუშაობა
29-10-2025

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას სიღრმისეულად დაეუფლებიან. 

სკოლაში მუშაობა დაიწყო ინგლისური ენის კლუბმა. კლუბის პირველი შეხვედრა უკვე ჩატარდა და სასწავლო-შემეცნებითი და სახალისო აქტივობები გააერთიანა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კლუბის მიზანია გააუმჯობესოს საუბრის, მოსმენისა და კომუნიკაციის უნარები თამაშებით, დისკუსიებით, სიმღერებით და შემოქმედებითი აქტივობებით. 

„დღეს ოფიციალურად გავუშვით ჩვენი ინგლისურის კლუბი სკოლაში! მოსწავლეები იწყებენ ამ საინტერესო მოგზაურობას სწავლისა და გართობისას. მოუთმენლად ველით კიდევ ბევრ შთამაგონებელ სესიას - სავსე გუნდური მუშაობით, კრეატიულობით და პროგრესით!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ბავშვებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203