„ინტერვიუ საყვარელ მასწავლებელთან“ - საინტერესო ღონისძიება ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში
29-10-2025

ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

პედაგოგების - ნუკრი კარკაძისა და ნანა რობაქიძის ხელმძღვანელობით, გაიმართა ღონისძიება - „ინტერვიუ საყვარელ მასწავლებელთან“.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა მოამზადეს მათთვის საინტერესო კითხვები, რომლებიც უკავშირდებოდა მასწავლებელთა პროფესიულ საქმიანობას, მათ ინტერესის სფეროსა და პირად გამოცდილებებს.

კითხვების მომზადების შემდეგ მოსწავლეებმა ჩაატარეს ინტერვიუები.

ღონისძიების ბოლო ეტაპზე გაიმართა პრეზენტაცია, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს მასწავლებლების მიერ გაცემული პასუხები, ისაუბრეს მიღებულ შთაბეჭდილებებსა და ემოციებზე, ასევე, თავიანთ განცდებზე, რომლებიც ინტერვიუს ჩატარების პროცესს ახლდა.

 ღონისძიების მიზანი იყო:

  •  მასწავლებელთა შრომისა და პროფესიული საქმიანობის დაფასება;
  •  მოსწავლეებში პატივისცემის, ინტერესისა და მადლიერების გრძნობების გაღვივება;
  •  მოსწავლეებში კომუნიკაციისა და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარება;
  •  ინტერვიუს ფორმატით მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203