
27 ოქტომბერს, საქართველოში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ეს გამორჩეული თარიღი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა.
სკოლაში იაკობ გოგებაშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ლიტერატურული დილა - „დაილოცოს დედაენის შემოქმედი!“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლსა და დამსახურებაზე.
მოსწავლეებმა განასახიერეს პერსონაჟები იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებიდან. საკლასო ოთახში გააცოცხლეს მოთხრობები - „ცხვარი და სიღარიბე“ და „თხა და გიგო“.
შექმნეს ნახატები დიდი იაკობის ნაწარმოებების მიხედვით. ასევე მოეწყო პრეზენტაცია გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
ვიდეო იხილეთ ბმულზე: