იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილმა კვირეულმა ოყურეშის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები გააერთიანა
29-10-2025

27 ოქტომბერს, ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის, დაბადებიდან 185 წელი გავიდა. ამ მნიშვნელოვან თარიღს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში კვირეული მიეძღვნა. 

გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი დღეების ფარგლებში, დაწყებით კლასებში, მასწავლებელმა მადონა კოპალიანმა ჩაატარა საინტერესო შემოქმედებითი აქტივობები.

პედაგოგმა მოსწავლეებს გააცნო გოგებაშვილის ცხოვრება და შემოქმედება. მოსწავლეებმა ისაუბრეს მწერლის უდიდეს წვლილზე ქართული განათლებისა და ლიტერატურის განვითარებაში.

აქტივობების ერთ-ერთი ნაწილი იყო გოგებაშვილის მოთხრობების ილუსტრირება, წაკითხული ტექსტების შთაბეჭდილებებით ნახატების გაფორმება, კროსვორდების შევსება, რითაც მოსწავლეებმა სახალისო ფორმით გაიღრმავეს ცოდნა.

კვირეული დასრულდა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203