
27 ოქტომბერს, საქართველოში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამ გამორჩეულ თარიღს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში აქტიურად გამოეხმაურნენ.
27 ოქტომბერს, სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი მთელი რიგი ღონისძიებები ჩატარდა.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს სკოლის პირველი მასწავლებლის - გიგო შარაშიძის საფლავი, იაკობ გოგებაშილის დაბადების და მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოში კი ყველა კლასის მონაწილეობდა, სკოლის სააქტო დარბაზი სავსე იყო, მაყურებელი აპლოდისმენტებით ამხნევებდა გამომსვლელებს. მოსწავლეებმა გაიხსენეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი მასწავლებლების ხსოვნას, შეხვედრაზე მიწვეულნი იყო ვეტერანი პედაგოგები, სპმთპ-ის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, როზა გოგუაძემ სამადლობელი ბარათები და საჩუქრები გადასცა მათ.
საღამო განმსჭვალული იყო სიყვარულითა და პატივისცემით, აღინიშნა მასწავლებლის როლი და ღვაწლი განათლებული თაობების აღზრდის საქმეში, არაერთხელ გაჟღერდა ფრაზა- „მადლობა მასწავლებელო“.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: