ქუთაისის N24 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს 
30-10-2025

ქუთაისის N24 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წიგნიერების სამყაროში სიხარულით შეაბიჯეს. 

პედაგოგმა, ნათია ბედინაშვილმა I კლასის მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნა, ბავშვებს სახალისო და საინტერესო აქტივობები შესთავაზა და „ანბანეთში“ დიდი სიყვარულით შეუძღვა. 

პატარები პირველ ასოებს ხალისით გაეცნენ და წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილი შემოქმედებითად, ემოციურად წარიმართა. მოსწავლეებმა: უყურეს ანიმაციურ ფილმს - „ბომბორა“ და დარწმუნდნენ, რომ კითხვის სწავლა ყველა ბავშვს სჭირდება.

წარმოადგინეს ინსცენირება და გააცოცხლეს სცენა - თუ როგორ მიაგნო იაკობ გოგებაშვილმა ანბანის გასაღებს - იას, როგორც ცოდნის, განათლების სიმბოლოს.

ბოლოს კი, თითოეულმა პირველკლასელმა მშობელთა ჩართულობით შექმნა პატარა ხელნაწერი წიგნი, როგორც ანბანთან პირველი შეხვედრის სიმბოლო.

პედაგოგმა, ნათია ბედინაშვილმა I კლასის მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნა, ბავშვებს სახალისო და საინტერესო აქტივობები შესთავაზა და „ანბანეთში“ დიდი სიყვარულით შეუძღვა. 

პატარები პირველ ასოებს ხალისით გაეცნენ და წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილი შემოქმედებითად, ემოციურად წარიმართა. მოსწავლეებმა: უყურეს ანიმაციურ ფილმს - „ბომბორა“ და დარწმუნდნენ, რომ კითხვის სწავლა ყველა ბავშვს სჭირდება.

წარმოადგინეს ინსცენირება და გააცოცხლეს სიუჟეტი - თუ როგორ მიაგნო იაკობ გოგებაშვილმა ანბანის გასაღებს - იას, როგორც ცოდნის, განათლების სიმბოლოს.

ბოლოს კი, თითოეულმა პირველკლასელმა მშობელთა ჩართულობით შექმნა პატარა ხელნაწერი წიგნი, როგორც ანბანთან პირველი შეხვედრის სიმბოლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203