ქუთაისის N24 სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე საინტერესოდ აღნიშნეს 
29-10-2025

27 ოქტომბერს, ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის, დაბადებიდან 185 წელი გავიდა. ეს ღირსშესანიშნავი თარიღი ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა. 

მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უკვე ბევრი რამ იციან და აფასებენ მის ღვაწლს. ამჯერადაც, მათ ხოტბა შეასხეს დიდი პედაგოგის შემოქმედებას, წაიკითხეს მისი მოთხრობები და საინტერესოდაც იმსჯელეს. 

„იაკობი იყო, არის და იქნება ერის მასწავლებელი, ჩვენს სულებში სინათლის მფენი! ჩემმა ბავშვებმა ძალიან კარგად იციან იაკობის მოღვაწეობა, ბევრი ღონისძიება თუ ღია გაკვეთილი მიგვიძღვნია მისი ლამაზი სულისთვის... დღეს დამასწრეს კიდევაც „გილოცავთ იაკობის დაბადების დღესო“.

გავიხსენეთ იაკობის მოღვაწეობა, ვუყურეთ დოკუმენტურ ფილმს, წავიკითხეთ იაკობის ორი მოთხრობა და საინტერესოდ შევაჯამეთ“,- გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა ინტერესი სახელოვანი წინაპრების მიმართ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203