ერკეთის საჯარო სკოლის ნორჩმა ქიმიკოსებმა მოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
30-10-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. 

ახლახან, სკოლის ნორჩმა ქიმიკოსებმა მოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოლის დღის აღნიშვნის მიზანი იყო მეცნიერების მიმართა მოსწავლეთა ინტერესის გაზრდა. ამ მიზნის მისაღწევად, ამ დღეს, არაერთ საინტერესო აქტივობა განხორციელდა. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს კვირეულის ვიდეორგოლი, დაამზადეს კუბი „ავოგადროს კანონი“, პოსტერები, ჩაატარეს სახალისო ცდები, იანგარიშეს წყლის მოლეკულების რაოდენობა, მასა და მოცულობა მოცემული მოლების მიხედვით. ასევე გამართეს  საინტერესო პრეზენტაცია თემაზე - „მოლი-ნივთიერებათა რაოდენობა“. 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ქიმიკოსები, მოსწავლეები თუ ქიმიის გულმხურვალე მოყვარულები 23 ოქტომბერს მოლის დღეს აღნიშნავენ. დღე დილის 6:02-დან საღამოს 6:02-მდე გრძელდება, ამით კი თარიღი 6:02 10/23 იქმნება, რომელიც ავოგადროს რიცხვს გამოსახავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203