
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
მათ შორის, ერკეთის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს ივლიტა ჯიბუტის სახელობის საქველმოქმედო ფონდის მიერ გამოცხადებულ ყოველწლიურ კონკურსში, რომელიც მიეძღვნა დავით გურამიშვილის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.
მარიამ ჯალაბაძემ, ანასტასია ჯინჭარაძემ და ნინო თედორაძემ ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ახლახან კი მოსწავლეები კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: