ერკეთის საჯარო სკოლაში ზუსტი და საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელობით, საგნობრივი კვირეული ჩატარდა
29-10-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. 

ახლახან, სკოლის ზუსტი და საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელობით, ბიოლოგიაში საგნობრივი კვირეული ჩატარდა.

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა მთელ სკოლას გააცნეს ინფორმაცია ცოფის შესახებ. მოამზადეს ნახატები, პოსტერები, შექმნეს საინფორმაციო ფლაერები, რომლებიც დაარიგეს თემში.

კვირეულის საინფორმაციო პრეზენტაციაზე, რომლის სახელწოდება გახლდათ - „რა ვიცით ცოფის შესახებ“, პრეზენტატორებმა საინტერესოდ ისაუბრეს, თუ რა ტიპის ვირუსია ცოფი, როგორ ვრცელდება ის და რა როლი აქვს აცრას.

„აცრა გვიცავს!“- აღნიშნეს ერთხმად პრეზენტატორებმა და დამსწრე საზოგადოებას წინდახედულობისკენ მოუწოდეს. 

პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებისთვის მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203