
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და ბავშვების შესაძლებლობების წარმოსაჩენად კი ახალისებენ მათ ჩართულობას სხვადასხვა კონკურსში.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ტური ჩატარდა.
მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მონდომება. გამარჯვებულებს კი შემდეგ ეტაპზეც წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტობი: