ფერმის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და ანბანის სწავლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნეს
28-10-2025

27 ოქტომბერს, ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის, დაბადებიდან 185 წელი გავიდა. ეს ღირსშესანიშნავი თარიღი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საზეიმოდ აღნიშნეს. 

დიდი პედაგოგისა და მწერლის საიუბილეო თარიღს სიმბოლურად დაემთხვა საანბანო პერიოდის დაწყებაც. ფერმის საჯარო სკოლის პირველკლასელები დედაენის სიტკბოებას ​დაეწაფნენ და „ანბანეთში“ ხალისით შეაბიჯეს.

პედაგოგები მოსწავლეებს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ესაუბრნენ და აღნიშნეს მისი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე. პატარებმა დედაენაში პირველი ასო-ბგერები - „აი ია“ ამოიკითხეს და პირობა დადეს, რომ ქართულ ანბანს ხალისითა და დიდი სიყვარულით ისწავლიან. 

ღონისძიების ბოლოს სასკოლო საზოგადოებამ პატარებს საანბანო პერიოდის დაწყება მიულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203