იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საინტერესო კვირეული ერკეთის საჯარო სკოლაში
29-10-2025

27 ოქტომბერს, ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის, დაბადებიდან 185 წელი გავიდა. ეს ღირსშესანიშნავი თარიღი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა. 

სკოლაში მიმდინარეობს დიდი იაკობისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც ქართული მხატვრული ფილმის - „იავნანამ რა  ჰქმნა?“ ჩვენებით გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში გამოვიდა გაზეთის საიუბილეო ნომერი, მოსწავლეები კითხულობენ იაკობის საყმაწვილო ლიტერატურას.

დაგეგმილია კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსები, ბავშვები მწერლის მოთხრობების პერსონაჟებს გააცოცხლებენ. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კვირეული მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის სწავლისა და წიგნის შეყვარებას და დიდი იაკობის ეროვნული ღვაწლის წარმოჩენას. 

​იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203