გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილი
28-10-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს, შემოდგომის სილამაზის უკეთ აღსაქმელად, გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

გაკვეთილის თემა გახლდათ - „შემოდგომის ბუნება“ დ ამას ხელოვნების, ბილინგვური სწავლებისა და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი არეგნაზ ქალაშიანი.  

მოსწავლეები ღია ცის ქვეშ, ბუნებაში ეზიარნენ შემოდგომის მშვენიერებას, გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს. მოსწავლეებმა დახატეს, ითამაშეს და იცეკვეს კიდეც.

აქტივობებში მონაწილეობდა ყველა მასწავლებელი.

გასვლითი გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ბავშვებმა დაუვიწყარო დრო გაატარეს და განმავითარებელი აქტივობები ხალისით შეასრულეს.

გასვლითი გაკვეთილის ხელმძღვანელი პედაგოგის თქმით, აქტივობები კოლეგებისა და მშობლების დახმარებით დაგეგმა, რისთვისაც მათ მადლობას უხდის. 

„ნამდვილად დაუვიწყარი დღე შედგა. მადლობა ყველას“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

ბმული1

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203