„დავაბრუნოთ მოსწავლეები წიგნებთან“ - საინტერესო პროექტი საქობოს საჯარო სკოლაში 
29-10-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას და ბავშვების ლიტერატურით დაინტერესებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი აქტივობა, პროექტი თუ ღონისძიება ეწყობა. 

ახლახან, საქობოს საჯარო სკოლაში, პედაგოგების - მარინე ქადაგიშვილისა და მანანა გეჯაძეს თაოსნობით, პროექტი - „დავაბრუნოთ მოსწავლეები წიგნებთან“ განხორციელდა. 

„დღეს, როცა ტექნოლოგიებმა თითქმის მთლიანად დაიპყრო ჩვენი ყოველდღიურობა, წიგნთან ურთიერთობა თანდათან იკარგება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს - წიგნი მხოლოდ ცოდნის წყარო არ არის, ის აზროვნების, ემოციების და შინაგანი სიმდიდრის შემქმნელია. წიგნი გვასწავლის ფიქრს, თანაგრძნობას და სამყაროს სხვა თვალით დანახვას. აუცილებელია, რომ ჩვენ, როგორც მასწავლებლებმა, მშობლებმა და მოსწავლეებმა, ერთობლივად ვიზრუნოთ დავაბრუნოთ წიგნის მიმართ სიყვარული“,- აღნიშნავენ პედაგოგები და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

პროექტმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ დააფიქრა. მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში საინტერესო პრეზენტაციები გამართეს და თემის გარშემო საინტერესოდ იმსჯელეს, ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს და თანატოლებს წიგნის კითხვისკენ მოიუწოდეს

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203