
თბილისის N115 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას აძლევს, რაც მათ მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებაზე აისახება.
შესაბამისად სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.
ახლახან, სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის ოქროსმედალოსნები დაჯილდოვდნენ.
სკოლამ კურსდამთავრებულებს - ნიკა მესხს, ნიკოლოზ სულხანიშვილს, ანანო კუპატაძეს, ტატიანა პეტრუსოვს, სალომე საქიძეს, ნინო ტუსკაძეს, ლიზი ხუციშვილსა და თეკლე გოგიძეს კუთვნილი ოქროს მედლები გადასცა.
დირექციამ და პედაგოგებმა საამაყო კურსდამთავრებულებს მიულოცეს ჯილდოს მიღება და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
„მადლობა ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულთა აქტიურ მხარდამჭერებად რჩებიან.
იხილეთ ფოტოები: