საქობოს საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ერთი საინტერესო დღე დაუთმეს
28-10-2025

27 ოქტომბერს, ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წელი გავიდა. ეს ღირსშესანიშნავი თარიღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა. 

სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ერთი დღე იაკობ გოგებაშვილსა და მის მოღვაწეობას დაუთმეს, მოუსმინეს ვიდეორგოლს დიდი პედაგოგისა და მწერლის ცხოვრებასა და ღვაწლზე. 

მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ბევრი ნაკლებად ცნობილი დეტალიც შეიტყვეს და კიდევ ერთხელ გაიაზრეს მისი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე. 

მე-6 კლასელებისთვის ღონისძიება მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203