ცოდნისკარის საჯარო სკოლის პირველკლასელთა მოგზაურობა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში საზეიმოდ დაიწყო
28-10-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პატარებმა წიგნიერების სამყაროში დიდი სიხარულითა და შემართებით შეაბიჯეს. „ანბანეთში“ პატარებს ქართულის მასწავლებელი ინგა მრელაშვილი​ დიდი სიყვარულით შეუძღვა და ბავშვებს სხვადასხვა აქტივობა და მრავალფეროვანის ასწავლო რესურსი შესთავაზა. 

პირველკლასელები პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ, წინასაანბანო პერიოდში შეძენლი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს და საზეიმო, სასწავლო-შემეცნებითი თუ სახალისო აქტივობები დიდი ენთუზიაზმით შეასრულეს.

მოსწავლეთა დამრიგებელი მეგი ბოჭორმელი გახლავთ, რომელმაც მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყება მიულოცა და საყვარელ პირველკლასელებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203