ცოდნისკარის საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა საყვარელ მასწავლებელს პროფესიული დღესასწაული ორიგინალურად მიულოცეს 
28-10-2025

27 ოქტომბერს, საქართველოში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ეს გამორჩეული თარიღი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა საყვარელ მასწავლებელს - ცისანა ბოლაშვილს დიდი სიყვარულით მიულოცეს. 

მოსწავლეებმა პედაგოგს პატივისცემა ორიგინალურად დაუდასტურეს, მათ ვიდეო ჩაწერეს, სადაც პირველ მასწავლებელს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავენ და მადლობას უხდიან მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის. ​

„მადლობა, სითბოსთვის, ზრუნვისთვის, სიყვარულისთვის, მოთმინებისთვის, ძალიან გვიყვარხართ“, - აღნიშნავენ მოსწავლეები ვიდეორგოლში, რომელსაც სკოლა გვიზიარებს. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203