ოყურეშის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში გაიმართა
28-10-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, მათი ჩართულობა სხვადასხვა კონკურსში კი წახალისებული და მხარდაჭერილია. 

ახლახან, ოყურეშის საჯარო სკოლაში, დირექტორის - ქეთინო მურცხველაძის ხელმძღვანელობით, გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“, შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. 

თამაში სამ ასაკობრივ კატეგორიაში წარიმართა. მოსწავლეებმა იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. გაიმარჯვა უმცროსი ასაკის მოსწავლეებით (III-IV-V კლასები) დაკომპლექტებულმა გუნდმა. 

სკოლის სახელით მოასპარეზე გუნდს გამოეცხადა მადლობა და კონკურსის ოფიციალურ გვერდზე დარეგისტრირდა. ისინი კონკურსის შემდეგ ეტაპზე იასპარეზებენ. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„წარმატებები სკოლის პატარა ჭკვიანებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203