დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი მხატვრული ნაწარმოებების პრეზენტაცია წარადგინეს 
28-10-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ანა ახალაიამ, ბარბარე ბეჭვაიამ, ლიზი კეკუტიამ, იოანა ქაჯაიამ და ელენე კოკაიამ ინგლისურენოვანი მხატვრული ნაწარმოებების პრეზენტაცია გამართეს.

მათ შემდეგი ნაწარმოებები წარმოადგინეს -  The Old Man and the Sea, Quidditch Through the Ages, The girl who Broke the Moon, The Orange Girl და The Tales of Beedle the Bard.

პრეზენტაცია საინტერესო აღმოჩნდა. დამსწრეებმა დასვეს შეკითხვები. 

აქტივობა ემსახურებოდა მოსწავლეთა ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებას. ღონისძიებას ესწრებოდნენ დირექტორი, ინგლისური ენის მასწავლებელი, ბიბლიოთეკის თანამშრომლები და მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203