ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა საინტერესო ინგლისურენოვან პროექტზე იმუშავეს 
31-10-2025

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და მრავაფეროვანი სასწავლო მეთოდებით სწავლობენ,  რაც მათი ცოდნის ხარისხზე აისახება. 

20 ოქტომბერს, მე-6 კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი ნელიკო სიმონიშვილი, კლ. ხელ-ლი მაია ნიკოლაძე) წარმოადგინეს მინი პროექტი თემაზე - Australia (ავსტრალია).

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია აღნიშნულ კონტინენტთან მიმართებაში, დაადგინეს მისი მდებარეობა, მოსახლეობის რაოდენობა, უცნაური ფრინველებისა და ცხოველების არსებობა, ტრადიციები და მრავალი სხვა. მათ, ძირითადად, ინტერნეტში არსებული მასალა გამოიყენეს და პოსტერების სახით, რომლებიც ნახატებით იყო გაფორმებული, წარმოადგინეს მოსწავლეებისა და მასწავლებლის წინაშე.

უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი და კრიტიკული უნარების განვითარებას, მთავარი და ნაკლებად მნიშვნელოვანი ინფორმაციის დახარისხებას.

პრეზენტაციები მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ პროექტზე მუშაობა მათთვის საკმაოდ სახალისო პროცესი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203