
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, მე-7ა კლასის მოსწავლეთა (მასწავლებელი ნელიკო სიმონიშვილი, კლ.ხელ-ლი თამთა გაჩეჩილაძე) საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი სახელწოდებით - „უცნაური ცხოველები“, რომლის პრეზენტაცია ბავშვებმა 20 ოქტომბერს წარმოადგინეს.
მოსწავლეებს განვლილ მასალაზე დაყრდნობით, ნასწავლი სიტყვებისა და კონსტრუქციების გამოყენებით უნდა მოეძიათ ინფორმაცია მსოფლიო ფრინველების შესახებ, აეწყოთ პრეზენტაცია PowerPoint-ის საშუალებით და ამ ფორმით უნდა წარმოედგინათ თავიანთი ნაშრომები თანაკლასელებისა და მასწავლებლის წინაშე.
მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი.
როგორც მოსწავლეებმა თავად აღნიშნეს, პრეზენტაციები საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა მათთვის. ისინი სიამოვნებითა და დიდი ყურადღებით უსმენდნენ ერთმანეთს. პროექტის ბოლოს კი აღნიშნეს, რომ ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი ფაქტი შეიტყვეს მათთვის უკვე ნაცნობ სხვადასხვა ფრინველზე.
იხილეთ ფოტოები: