მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
28-10-2025

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დიდი სიხარულით შეაბიჯეს. 

პედაგოგმა მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე იზრუნა და პატარებს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი და საინტერესო, შემეცნებითი თუ სახალისო აქტივობები შესთავაზა. 

პატარები პირველ ასო-ბგერებს დიდი ინტერესით გაეცნენ და  წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს. 

სასკოლო საზოგადოებამ პატარებს საანბანო პერიოდის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი სასწავლო წელი და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203