„ერის ბურჯი“ - ქუთაისის N40 სკოლის მე-4 კლასელებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე პროექტ-გაკვეთილით აღნიშნეს
31-10-2025

27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წელი გავიდა. ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დაბადების დღის აღსანიშნავად, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი მარინა ჩიქობავა) ჩაატარეს პროექტ-გაკვეთილი თემაზე - „ერის ბურჯი“. 

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. წაიკითხეს სხვადასხვა თემაზე შექმნილი მოთხრობები.

აღსანიშნავია, რომ ბავშვები ივნისში იმყოფებოდნენ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, რაც მუშაობის პროცესში გამოადგათ.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტები შემდეგ საკითხებზე - „ქართული სიწმინდე - იაკობ გოგებაშვილი“, „ენის, სიბრძნის, სიყვარულის, ქართული სიტყვის ძალა“, „მეგზური პატარების დიდი მომავლისკენ!“, „იაკობი და დედაენა“, „ჩვენ და იაკობი“.

გაკვეთილი საინტერესოდ და ხალისიანად წარიმართა და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203