
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ სასწავლო-შემეცნებით ექკუსრიეს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
19 ოქტომბერს მე-6გ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - აზა ჯამბურიძის ხელმძღვანელობით, მოაწყვეს ექსკურსია მარშრუტით -ქუთაისი- სხვიტორი- სავანე- პაოლო იაშვილისა და მუხრან მაჭავარიანის სახლმუზეუმები- ჭიათურის დედათა მონასტერი - კაცხის სვეტი - ქუთაისი.
პატარები ყურადღებით უსმენდნენ გიდს და ეცნობოდნენ გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრებასა და შემოქმედებას. ინტერესით ათვალიერებდნენ მუზეუმში გამოფენილ ექპონატებს. მოილოცეს ჭიათურის გამოქვაბულში არსებული სამი ეკლესია.
ექსკურსია დასრულდა საოცარი კაცხის სვეტის დათვალიერებით. მოსწავლეები და მათი მშობლები ბედნიერი და კმაყოფილი დაბრუნდნენ შინ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ექსკურსიის მიზანი იყო მშობლიური ქვეყნის ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება. პატრიოტული გრძნობის გაძლიერება, რითაც ბავშვებმა გაიმდიდრეს თვალსაწიერი, გაიმეორეს ნასწავლი მასალა და განამტკიცეს თავიანთი ცოდნა.
ექსკურსიამ კიდევ უფრო დაამეგობრა და დააახლოვა ბავშვები და მათი მშობლები.
იხილეთ ფოტოები: