ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სტუმრობდნენ
29-10-2025

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო პროცესი საინტერესო, მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული. 

ახლახან, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი სოფიო გველესიანი) სასკოლო სასწავლო პროექტის - „საზოგადოებრივი უსაფრთხოება“ ფარგლებში, კლასის ხელმძღვანელთან და მშობლებთან ერთად, ქუთაისის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სტუმრობდნენ. 

სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ბავშვებს დეტალურად გააცნეს თავიანთი აღჭურვილობა და ტექნიკა, ესაუბრნენ უსაფრთხოების წესებსა და მათ პრაქტიკულ გამოყენებაზე.

ინტერაქციულმა ვიზიტმა, ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას უსაფრთხოების წესებსა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203