დეხვირის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185-ე წლისთავი და მასწავლებლის ეროვნული დღე შემოქმედებით-შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა
28-10-2025

27 ოქტომბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ორი მნიშვნელოვანი თარიღის - დედაენის შემქმნელის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისა და მასწავლებლის ეროვნული დღის - აღსანიშნავად მოეწყო.

პედაგოგების - თამარ ჩაკვეტაძისა და ქრისტინე ჭაბუკიანის ინიციატივით - ჩატარდა მრავალფეროვანი შემოქმედებით-შემეცნებითი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ამ დღის მნიშვნელობის გაცნობა და იაკობ გოგებაშვილის ღვაწლის კიდევ ერთხელ წარმოჩენა.

ღონისძიების ფარგლებში:

  • მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და შექმნეს პოსტერები;
  • გაეცნენ დოკუმენტურ მასალებს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების შესახებ;
  • იმსჯელეს მის იგავებსა და მოთხრობებზე;
  • აღადგინეს მივიწყებული ტექსტები და გამოავლინეს შემოქმედებითი უნარები.

ღონისძიება წარიმართა ძალიან საინტერესოდ, თითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული მიმდინარე პროცესში.

სკოლის დირექცია პედაგოგებს პროფესიულ დღესასწაულს კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით ულოცავს და არაერთი განათლებული თაობის აღზრდას უსურვებს. 

„ჩვენს კოლეგებს, ყველა  მასწავლებელს ვულოცავთ ამ დღეს! ვუსურვებთ კეთილდღეობასა და წარმატებას, პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203