
27 ოქტომბერს, საქართველოში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამ გამორჩეულ თარიღს ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში არაერთი აქტივობა მიეძღვნა.
პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული მე-11 - მე-12 კლასების მოსწავლეებმა მიულოცეს და საყვარელ მასწავლებლებს სიყვარული და პატივისცემა ყვავილებით, მისალოცი ბანერებითა თუ ფერადი ბუშტებით დაუდასტურეს.
მოსწავლეებმა მასწალებელებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს მათი როლი ერუდირებული საზოგადოების ფორმირებაში.
მოსწავლეებმა მასწავლებლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
იხილეთ ფოტოები: