
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე, ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენის მიზნით კი მათ ჩართულობას სხვადასხვა კონკურსა და არაფორმალური განათლების პროექტში ახალისებენ.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შემოდგომის სეზონის შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
მოსწავლეებმა იასპარეზეს სამ ასაკობრივ კატეგორიაში - III-l-V კლასები (17.10.2025), VI-VII-VIII კლასები (21.10.2025), IX-X-XI-XII კლასები (24.10.2025).
58 ქულით გაიმარჯვა გუნდმა -„მეშვიდელებმა“ (მე-4ბ კლასი), 58-ქულით გუნდმა - „ცოდნის მეფეები" (მე-5ბ კლასი), 40 ქულით გუნდმა - „ნეირონი“ (მე-8ბ კლასი) და 34 ქულით გუნდმა „ნიკე" (მე-11 კლასი).
სკოლაში მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და შემდეგ ეტაპზეც წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: