მუხურის თემის საჯარო სკოლის პირველკლასელებს პედაგოგმა ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია 
28-10-2025

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პატარებს, პედაგოგმა - ნანა გუჯეჯიანმა „ანბანის შემობრძანება“ ნამდვილ დღესასწაულად უქცია.

მან საზეიმო გაკვეთილზე ბავშვებს დედაენა ემოციურად დაუხასიათა და  ქართული ასო-ბგერების შესახებ საინტერესოდ მოუთხრო.

პირველი ასოების გაცნობა, პირველი სიტყვისა და პირველი წინადადების წაკითხვა საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.

ბავშვებმა ხატოვნად წაიკითხეს ლექსები „აი ია“-ზე, გააფერადეს „ია“ შესაბამისი ფერებით.

გაკვეთილს საოცარი ელფერი შესძინა ნანა მასწავლებლის მომზადებულმა ელექტრონულმა რესურსმა.

პატარებს დღესასწაულად ქცეული პირველი საანბანო გაკვეთილი არასდროს დაავიწყდებათ.

სკოლაში ახარებთ მასწავლებლის შემოქმედებითი მიდგომები და მოსწავლეთა სასწავლო შემართება.

„მადლობა ნანა მასწავლებელს, რომელიც ასეთი ემოციით, აღმაფრენითა და პატივისცემით ეფერება ქართულ ანბანს და ბავშვებსაც უნერგავს მშობლიური ენის სიყვარულს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203