
წელს, ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წელი გავიდა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში აქტიურად გამოეხმაურნენ.
სკოლაში იაკობ გოგებაშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.
მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაციები მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ვიქტორინაც, სადაც მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვებს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიასა და მის ცნობილ ნაშრომებზე.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიმბოლური საჩუქრებით.
ღონისძიება ემსახურებოდა იაკობ გოგებაშვილის ღვაწლის შეფასებასა და ქართველი მწერლის, პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის ხსოვნის პატივისცემას.
იხილეთ ფოტოები: